„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა 

21:12, 16.01.2026

საჯარო ბოდიში და ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული მასალების ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმებიდან აღება.

საქართველოს ხელისუფლებამ „ბიბისის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი დაიწყო და შესაბამისი მოთხოვნით ტელეკომპანიის შიდა მარეგულირებელს მიმართა. მმართველი გუნდი ახლა „ბიბისის“ პასუხს ელოდება. თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ოფიციალური თბილისი ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას, სულ ბოლოს კი ადამიანის უფლებათა  ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. გარდა იმისა, რომ მმართველი გუნდი 2024 წლის აქციებზე ქიმიური ნივთიერების, „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, დეზინფორმაციად აცხადებს, პოლიტიკურ ასპექტებზეც საუბრობს და ჟურნალისტურ გამოძიებას ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობად განიხილავს. თუმცა, ასე არ ფიქრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებული სუს-ი გამოძიება არასანდოა. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა სიმართლის დასადგენად, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა.

მსგავსი