ინფრასტრუქტურული სამუშაოები

18:37, 13.01.2026

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქართველ და ამერიკელ არქიტექტორებთან ერთად, ქუთაისში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიოში წამყვან არქიტექტურულ კომპანიასთან – Gensler-თან პარტნიორობით ამზადებს. მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება ქართულ კომპანია „დემარკსა“ და ამერიკულ კომპანია Gensler-სა შორის თანამშრომლობით მიმდინარეობს. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, კომპანიის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და „დემარკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო პროექტის კონცეფცია, ფუნქციური დატვირთვა და ქალაქის ურბანულ გარემოსთან ინტეგრაციის საკითხები. Gensler-თან თანამშრომლობით, ქუთაისში 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე მოეწყობა.

მსგავსი