ოპოზიციის გეგმები – შეფასებები

15:18, 08.01.2026

რა გეგმა აქვს ოპოზიციას – კითხვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აქტუალურია, მას შემდეგ, რაც ზურა გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან, საქართველოსთან მიმართებით არ არის ისეთი, რომ მადუროს მიმართ ჩატარებული ოპერაციის კონტექსტში, აქ რაღაც მოლოდინი გავაჩინოთ.“ მისივე თქმით, აქ თუ ძალებს მოიკრებენ და ერთიანი ფრონტი ექნებათ, ამ შემთხვევაში მეტ მხარდაჭერას უნდა ელოდონ, როგორც ამერიკის ადმინისტრაციისგან, ისე ევროპიდან. ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა მმართველი გუნდიც. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიცია აღარ არსებობს და მათივე განმარტებით, ოპონენტები მხოლოდ გარე აქტორების მხრიდან კონკრეტულ დავალებებს ელოდებიან.

მსგავსი