„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა

15:13, 26.12.2025

 სასტუმრო „პარაგრაფში“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა, სადაც დელეგატებმა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი ერთხმად აირჩიეს. ყრილობაზე დელეგატებმა ასევე, ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის ხუთი წევრი – მარიამ გრიგოლიშვილი, ნუგზარ შოშიაშვილი, დავით ბოდაველი, თეკლა თიკანაშვილი და ანრი მეტრეველი დაამტკიცეს. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ყრილობას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.

მსგავსი