ევროკომისიის ანგარიში – შეფასებები
ევროკომისიის ანგარიში კვლავ შეფასების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ანგარიშიდან უკრაინასა და მოლდოვაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობის შეფასების ამოღება, ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, რადგან, მათივე თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა აქვთ. ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია საქართველოსთვის. დოკუმენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მაღალ შესაძლებლობაზეა საუბარი. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს „ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის შედეგია და ხელისუფლება ევროინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს“. საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ გუნდში.