სემინარი მედია აკადემიაში

12:28, 17.12.2025

„ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოყენება მედიაში“ – ამ სახელწოდებით, მედია აკადემიაში ჟურნალისტებისა და სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის სემინარი  ჩატარდა. შეხვედრას მონაცემთა ანალიტიკოსი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, ირაკლი გოგატიშვილი გაუძღვა. ტრენერმა ისაუბრა რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს ის. ამასთან, როგორ გამოიყენება AI სხვადასხვა დარგებსა და მედიასაშუალებებში. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ ყველაზე პოპულარულ და პრაქტიკულ AI ხელსაწყოებს, ასევე, Deep Fake-ისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის ხერხებს.

მსგავსი