ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

15:12, 16.12.2025

„უკრაინა არც დე ფაქტო და არც დე იურე დონბასს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, ზელენსკის თქმით, იმედი აქვს, რომ დოკუმენტების დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპთან შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინული დოკუმენტების დასრულების შემდეგ, აშშ-ის მხრიდან უახლოეს დღეებში რუსეთთან კონსულტაციების გამართვაა მოსალოდნელი. ზელენსკიმ აღნიშნა,რომ ამჟამად რეფერენდუმის განხილვა არ მიმდინარეობს, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული თუ იქნება, უკრაინის მთავრობა არჩევნებისთვის მზადაა.

მსგავსი