საბავშვო ევროვიზია 2025
სამი დღე რჩება საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუმდე – 13 დეკემბერს პრესტიჟული კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული გამოვლინდება.
საერთაშორისო პლატფორმის მასპინძელი უკვე მეორედ საქართველოა. თბილისის ოლიმპიურ სოფელში სამზადისი დასკვნით ეტაპზეა – ქართველი კონკურსანტის, 11 წლის ანიტა აბგარიანის მეტოქეები 17 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან.
სხვა კონკურსანტების მსგავსად მეორე რეპეტიცია გაიარა ანიტა აბგარიანმა. სასცენო ნომრიდან 30 წამიანი ამონარიდი ახლა ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე განთავსდება. რეპეტიციების პირველი ეტაპი დასრულებულია. პარასკევს, 12 დეკემბერს ჩატარდება გენერალური რეპეტიცია, რომელსაც 3000 მაყურებელი დაესწრება.