ლინდსი გრემი – კონგრესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადახედოს გეგმას, რომელიც მოიცავს ნებისმიერ სამომავლო უსაფრთხოების გარანტიებს
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება ომის ღირსეულად და სამართლიანად დასრულების შესაძლებლობას იძლევა.
მისივე თქმით, „კონგრესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადახედოს გეგმას, რომელიც მოიცავს ნებისმიერ სამომავლო უსაფრთხოების გარანტიებს, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავხედოთ ირანთან დაკავშირებულ ნებისმიერ ბირთვულ შეთანხმებას“.
„უკრაინაში მდგრადი მშვიდობა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ რუსეთმა მომავალში შეჭრა ვეღარ განახორციელოს“, – წერს სენატორი სოციალურ ქსელ X-ზე.
ლინდსი გრემი აღნიშნავს, რომ კონგრესის ჩართულობა სწორედ ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს.
The proposed Russia-Ukraine peace deal provides an opportunity to end the war honorably and justly.
Congress should also have the ability to review a plan that includes any future security guarantees — just like we have the ability to review any Iran nuclear agreement.
A…
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) November 23, 2025