ჯარიმები სამშენებლო მასალების გადაზიდვა-შენახვაზე
თბილისში სამშენებლო ნარჩენებისა და მასალების ტრანსპორტირებასა და განთავსებაზე კონტროლი მკაცრდება.
ხუთჯერ იზრდება ჯარიმები, განმეორებით შემთხვევებში შესაძლოა ფინანსურმა სანქციამ 30 000 ლარამდე მიაღწიოს. რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ზონებში. კანონი იმ ადგილებს განსაზღვრავს, სადაც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მასალების განთავსება ნებადართულია. ღია ცის ქვეშ შენახვა, ან ღია წესით მათი ტრანსპორტირება კი კანონდარღვევებად ითვლება. რეგულაციები მკაცრდება მშრალი წესით ქვის დამუშავებაზე და ბეტონმზიდების მიერ ბეტონის დაღვრაზეც, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნასთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურასაც აზიანებს. კანონში შესატანი ცვლილებები აღსრულების პროცესსაც ამკაცრებს.