სლოვაკეთში აცხადებენ, რომ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით აშშ-ის სანქციებისგან გათავისუფლება, უნგრეთის მსგავსად, სლოვაკეთზეც ვრცელდება

16:09, 15.11.2025

სლოვაკეთში აცხადებენ, რომ „როსნეფტისა“და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებისგან გათავისუფლება, უნგრეთის მსგავსად, სლოვაკეთზეც ვრცელდება.

როგორც სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა, დენისა საკოვამ განმარტა, სანქციებისგან გათავისუფლება ეხება სლოვაკეთსაც, რადგან ბრატისლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Slovnaft-ი ეკუთვნის უნგრულ კომპანია MOL-ს.

„ნავთობის შესყიდვის პროცედურა ხდება ერთისა და იმავე კომპანიის, MOL-ის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციებისგან უნგრეთის ერთი წლით გათავისუფლება გავრცელდება Slovnaft-ის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზეც, რადგან ის MOL-ის ჯგუფშია“, – განაცხადა საკოვამ.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 7 ნოემბერს დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-მა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებისგან გაათავისუფლა.

მსგავსი