საკონსტიტუციო სარჩელი – ენმ-ს უცხოელი პარტნიორების პოზიცია 

21:09, 10.11.2025

კონსულტაციების შემდეგ ყოფილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება მიიღო: „ნაციონალური მოძრაობა“ თავის გადასარჩენად და პარტიის შესანარჩუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ საკონსტიტუციო სარჩელს ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვედრილი პოლიტიკური ძალა საკუთარ სარჩელებს დაუპირისპირებს. ანუ ყოფილი სახელისუფლებო გუნდი სამართლებრივ დავას გეგმავს იმ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელსაც წლებია, უნდობლობას უცხადებს და ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელ ინსტიტუციად მიიჩნევს. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი არგუმენტი საერთაშორისო პარტნიორების რჩევაა. პარტია დავის პროცესის წარმართვას სამ ნაწილად აპირებს, გეგმაშია რამდენიმე სარჩელის მომზადება და პროცესის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელება. ერთ-ერთი სარჩელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას შეეხება. სწორედ ამ კომისიის მიერ მომზადებული მოცემულობითი დასკვნაა მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სასარჩელო მოთხოვნის მთავარი საფუძველი. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა საკუთარ სარჩელში მმართველი პარტია კიდევ ორი პოლიტიკური ძალის, „ახალის“ და „ლელოს“ გაუქმებას და საკონსტიტუციო დონეზე აკრძალვას ითხოვს.

მსგავსი