პიტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „X“-ში წერს. „ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის თავდადებულ საქმიანობას“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება. შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 19 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ უწყებამ ელჩი პიტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.