საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები
ისევ შეფასებების თემაა მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელი და ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული ბრძოლა. „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“ ის სამი პოლიტიკური ძალაა, რომელთა გაუქმების მოთხოვნით სახელისუფლებო გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრათვიანი ვადა აქვს. სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით, სახელისუფლებო გუნდმა სასამართლოს უკვე მიმართა, გადაწყვეტილების მიღებისთვის საკონსტიტუციოს ცხრათვიანი ვადა აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. სასამართლოს უკვე მიმართა პარტია „ლელომ“, რომელსაც სოლიდარობას უცხადებს „გახარია საქართველოსათვის“ გუნდი.