„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. თემასთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს.
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს, მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია. საპასუხოდ, „ძლიერი საქართველო – ლელო“ პარტიების აკრძალვის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ – მათი შეფასებით, უმრავლესობის ამოცანა ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაა.