„გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის
პარლამენტის შემდეგ, გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასაც გეგმავს. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბოიკოტი შეწყვიტა. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ჯემალ ანანიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ანანიძემ აღნიშნა, პარტია იწყებს აქტიურ ჩართულობას ყველა საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში. მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური პროცესებიდან გაქრობამ, ხალხი დაუცველი დატოვა.