შეხვედრა დიპლომატებთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორები გაემიჯნონ და დაგმონ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია, ასევე 73 მედია საშუალების დაახლოებით 1 000 წარმომადგენელი აკვირდებოდა.