4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებული მოვლენები
საპროტესტო აქციის მონაწილეები ორბელიანის სასახლის ტერიტორიაზე საღამოს შეიჭრნენ. დემონსტრატებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები მოანგრიეს. ისინი ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწვეს სხვადასხვა საგანიც. რაც შეეხება საპოლიციო ღონისძიებებს – დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები – წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ ორბელიანის სასახლესთან გადანაცვლებისკენ პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მოუწოდეს, რათა მათივე თქმით, მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებების გადაბარება დაეწყოთ. მანამდე ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „4 ოქტომბრის დეკლარაცია“ და „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და ქვეყანაში გარდამავალი პერიოდი გამოაცხადა.
რუსთველის გამზირზე უთანხმოება იყო აქციის მონაწილეებს შორის. დემონსტრანტები სამოქმედო გეგმაზე ვერ თანხმდებოდნენ.