„დინამო თბილისმა“ „დილა“ დაამარცხა – „სამგურალმა“ „თელავს“ აჯობა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მესამე წრე თბილისსა და წყალტუბოში გამართული თამაშებით დასრულდა, რომლის შედეგებმაც სატურნირო ცხრილში მდგომარეობა დაძაბა.
„დინამო თბილისმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მე-10 წუთზე მასპინძლებს ბარნს ოსეი გაუძევეს, გუნდმა ჩემპიონატის ლიდერს ღირსეული ბრძოლა გაუმართა. მასპინძლები 45-ე წუთზე 18 წლის კოტდივუარელმა ნახევარმცველმა აბდულაი იორომ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 90+9-ე წუთზე მათე ვაწაძემ დააფიქსირა.
წყალტუბოში, ფეხბურთის ფედერაციის ცენტრში „სამგურალმა“ „თელავი“ მიიღო და 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი სტუმართა კარში მე-60 წუთზე მასპინძელთა ბრაზილიელმა მცველმა პაბულუ რიანიმ გაიტანა.
ამ შეხვედრებით მესამე წრე დასრულდა, რომლის შედეგადაც სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
| ადგილი | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
| 1 | დილა | 27 | 19 | 2 | 6 | 42-25 | 59 |
| 2 | იბერია 1999 | 27 | 16 | 8 | 3 | 43-19 | 56 |
| 3 | დინამო თბ | 27 | 12 | 9 | 6 | 36-21 | 45 |
| 4 | ტორპედო | 27 | 12 | 7 | 8 | 39-31 | 43 |
| 5 | დინამო ბთ | 27 | 9 | 9 | 9 | 30-34 | 36 |
| 6 | გაგრა | 27 | 9 | 6 | 12 | 28-36 | 33 |
| 7 | სამგურალი | 27 | 8 | 5 | 14 | 37-37 | 29 |
| 8 | თელავი | 27 | 6 | 7 | 14 | 24-44 | 25 |
| 9 | გარეჯი | 27 | 4 | 12 | 11 | 25-32 | 24 |
| 10 | კოლხეთი 1913 | 27 | 4 | 7 | 16 | 23-48 | 19 |