ქვიშის ფეხბურთი | საქართველოს ნაკრები ევროლიგის გათამაშებას ბათუმში უმასპინძლებს #1TVSPORT
15-დან 19 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ბათუმის ქვიშის არენაზე ევროლიგის B დივიზიონის მატჩებს გამართავს.
A დივიზიონში გადასასვლელად, საქართველოს ნაკრებთან ერთად იბრძოლებენ: ლატვია, რუმინეთი, აზერბაიჯანი, მალტა, ინგლისი, ნორვეგია და სლოვაკეთი. უშუალოდ A ჯგუფში კი ჩვენი ნაკრების მეტოქეები რუმინეთი, მალტა და ნორვეგია იქნებიან.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში განაგრძობს ასპარეზობას: A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული – A ჯგუფის მეორეადგილოსანს.
დებულების თანახმად, ფინალში გასული ორივე გუნდი 2027 წლის სეზონისთვის A დივიზიონში დაწინაურდება.