ხულიან ალვარესი - ყველა ვხედავთ, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა #1TVSPORT
ხულიან ალვარესი - ყველა ვხედავთ, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა #1TVSPORT

ლიონელ მესიმ და ხულიან ალვარესმა მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრიასთან მოპოვებული გამარჯვების (2:0) შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ შეხვედრაში არგენტინამ სწორედ მესის დუბლით მოიგო, თავად ლიონელი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ამ გოლებით ლიონელ მესი ფრანგ ჟუსტ ფონტენსა (1958) და ბრაზილიელ ჟაირზინიოს (1970) გაუთანაბრდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ ექვს მატჩში შეძლეს გოლის გატანა. ასევე, მესი მუნდიალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მოგება დამსახურებული იყო და რთულ ბრძოლაში მოვიპოვეთ. ეს მომავალი თამაშებისთვის თავდაჯერებულობას გვმატებს. ძალიან თანაბარი და დაძაბული მატჩი გამოვიდა, თუმცა ბედნიერები ვართ, რომ ექვსი ქულა ავიღეთ და შემდეგი რაუნდის საგზური უკვე მოვიპოვეთ“, – განაცხადა ლეო მესიმ.

ხულიან ალვარესი (არგენტინის ნაკრები): „ბევრი არაფერია სათქმელი, ყველანი ვხედავთ, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა. მე გუნდს ისე ვეხმარები, როგორც შემიძლია. ტურნირი შესანიშნავად დავიწყეთ და ასეც უნდა გავაგრძელოთ“.