4 ოქტომბერი – ოპოზიციის გეგმა

12:06, 02.10.2025

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღე რჩება. როგორი გეგმით აპირებს ოპოზიციის ნაწილი მოქმედებას 4 ოქტომბერს – ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი კვლავ „მშვიდობიანი დამხობის“ გეგმაზე საუბრობს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი „ქართული ოცნების“ დამარცხებას არჩევნების გზით აპირებს და რადიკალურ გეგმებს ემიჯნება. პარალელურად, აქციამდე გაკეთებული და დაანონსებულ ძალადობრივი მოწოდებების გამო დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა. სუს-ის ინფორმაციით, კუპრავამ ჩაიდინა ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს. აღნიშნულ დაკავებას უსამართლოდ და აბსურდულად მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც გამარჯვებაში დარწმუნებული არიან და ამბობენ, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას რეაგირება მოჰყვება.

მსგავსი