საბავშვო ბაღის გახსნა

18:43, 01.10.2025

ზუგდიდში, სოფელ კახათში მეორე საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი საბავშვო ბაღი ტექნიკითა და ავეჯით სრულად აღჭურვილია. სრული რეაბილიტაცია უტარდება კახათის №1 საბავშვო ბაღსაც.

მსგავსი