თბილისის მთავრობის სხდომა
თბილისში ტრამვაის აღდგენა იგეგმება – ის დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ იმოძრავებს. კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა. მან ორი ახალი საბაგირო გზის მშენებლობაც დააანონსა. აღინიშნა, რომ მოეწყობა მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვის უბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა და ვაზისუბნისა და მეტროსადგურ „ისნის“ დამაკავშირებელი საბაგირო გზა. დემონტაჟი გაუკეთდება მეტროსადგურ „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგიროს და მის ნაცვლად ახალი საბაგირო აშენდება.