ალი ისაევ-ავარსკი გარდაიცვალა
89 წლის ასაკში გარდაიცვალა დაღესტნელი კინომსახიობი, რეჟისორი და პოეტი ალი ისაევ-ავარსკი. 1974 წელს დაამთავრა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებული კინომსახიობთა სასწავლო სტუდია ელდარ შენგელაიას და რეზო ჩხეიძის ხელმძღვანელობით. გადაღებულია ფილმებში „ლევან ხიდაშელი“, „გაქცევა გათენებისას“, „წიგნი ფიცისა“ და სხვა. ავტორია დოკუმენტური ტრილოგიისა „საქართველო და დაღესტანი – მიზიდულობის ფორმულა“, „საქართველო დაღესტნელთა თვალით“ და სხვა. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, არჩეული იყო თბილისის საპატიო მოქალაქედ.
ალი ისაევ-ავარსკის პირველ ოქტომბერს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.