საწყისი-საბრძოლო მომზადება
ეროვნულ სამხედრო სამსახურში რვა თვის ვადით გაწვეული პირების საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყო. თბილისისა და კახეთის რეგიონის მასშტაბით, ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარეს და ახალქალაქსა და ვაზიანში საბრძოლო მომზადებას გაივლიან.
ცენტრში განთავსებამდე წვევამდელები დიდუბისა და სამგორის რაიონების განყოფილებებში შეიკრიბნენ, სადაც ინსტრუქტაჟის მიღებისა და ოჯახის წევრებთან დამშვიდობების შესაძლებლობა ჰქონდათ.