აფეთქება თბილისში
ორი აფეთქება მოხდა თბილისში, ლოტკინის დასახლებაში. დაშავებულია ერთ ადამიანია. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილურია და რჩება რეანიმაციაში.
აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.