მოგზაურობა თუშეთში

21:02, 14.09.2025

საქართველოს პირველი არხის ეთერში „მოამბე რეგიონები“ ახალ სეზონს იწყებს, ჩვენს გუნდთან ერთად, ტელემაყურებელს ყოველ კვირას რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოვუყვებით. პირველი, სადაც „მოამბე რეგიონების“ გადამღები ჯგუფი ტურისტული სეზონის დასრულებამდე ჩავიდა, თუშეთია.თუშეთისკენ საავტომობილო გზა დაახლოებით ერთ თვეში დაიკეტება.

ნასოფლარი, რომელსაც უკვე წლებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს – როგორ გამოიყურება ნახანძრალი წარო, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, ჩვენც დავათვალიერეთ. დარგის ექსპერტების განცხადებით, საბედნიეროდ, აგვისტოში გაჩენილ ხანძარს ციხე-ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. მთის კალთაზე შეფენილ შუა საუკუნეების სოფელში აკლდამებიცაა აღმოჩენილი. წაროს გარდა, „მოამბე რეგიონები“ დართლოშიც ჩავიდა, რომელსაც თუშეთის მარგალიტს უწოდებენ.

ანუკი მასხარაშვილისა და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი