საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის მოსმენა

15:21, 08.09.2025

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა. დოკუმენტი დეპუტატებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ წარუდგინა. ყურადღება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასა და მის შესაძლებლობებზეა გამახვილებული. სიტყვით გამოსვლისას ვასილ მაღლაფერიძემ აქცენტი შემეცნებით, სამეცნიერო პროექტებსა და სპორტული არხის მნიშვნელობაზე გააკეთა. ისაუბრა ახალ სატელევიზიო სეზონზე და მაუწყებლის სამომავლო გეგმებზეც.

კომიტეტის წევრები ძირითადად ტელესპექტაკლებით, ახალგაზრდული და ისტორიულ-შემეცნებითი გადაცემითა და რადიოს მიმართულებით არსებული სიახლეებით დაინტერესდნენ.

მსგავსი