არასამთავრობო ორგანიზაციების გამოკითხვა – შეფასებები
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე არასამთავრობო ორგანიზაცია„დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე იკითხება. საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. ასევე, დღეს უნდა გამოკითხულიყო თამთა მიქელაძე, თუმცა მისი გამოკითხვა ხვალისთვის გადაიდო. საგამოძიებო უწყებამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს სასამართლო განჩინების საფუძველზე დააყადაღა.