ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო პროექტები სამეგრელოში
კიდევ ერთი დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი სამეგრელოს რეგიონში – ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი კორპუსით ხვდება.
უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ახალი შენობა რამდენიმე სივრცეს აერთიანებს და უნივერსიტეტის 2000-მდე სტუდენტს განათლების მისაღებად თანამედროვე ლაბორატორიებსა და ინფრასტრუქტურას სთავაზობს. დასრულებული პროექტი პრემიერმა განათლების მინისტრთან ერთად გახსნა. ირაკლი კობახიძე დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმშიც იმყოფებოდა, სადაც დედოფლის სასახლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.