ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის დაკავება
დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. აღნიშნული პირი აზერბაიჯანის მიერ 2013 წლიდან ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის მარნეულში დააკავეს. ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები.