ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფულმა მასამ ადიგენის სოფელ შოყაში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დააზიანა [ფოტო, ვიდეო]

11:36, 22.07.2025

სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყაშიც. სოფელში სტიქიამ ოთხი ოჯახი დააზარალა.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მთის ფერდიდან ჩამოშლილმა ქვებისა და ქვიშის ღვარცოფულმა მასამ ორი საცხოვრებელი სახლი სრულად გაანადგურა, კიდევ ორი კი დაზიანებულია.

ადგილზე უკვე მუშაობს სპეცტექნიკა და აწარმოებს გაწმენდით სამუშაოებს.

ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, ამასთან, საფრთხეებს აფასებენ გეოლოგები.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები გაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილზე.

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა სოფელი გომარო და შოყა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ეზოები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

მსგავსი