სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულდა

01:02, 15.07.2025

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე გამოცხადდნენ და მყისიერად მოახდინეს მოქალქეების ევაკუაცია. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ცოცხალი ძალის გარდა, მძიმე ტექნიკა მონაწილეობდა.

მომხდარი ნგრევის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაიყვანილი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი