მკვლელობა გორში 

15:26, 08.07.2025

შიდა ქართლში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრებ მოქალაქეს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.  დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი