საკანონმდებლო ინიციატივა

18:32, 02.07.2025

„ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. 15 აგვისტოდან ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება, სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. ამასთან, პირველი ოქტომბრიდან, კერძო კომპანიებს, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად შეეზღუდებათ და ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. საკითხის მომხსენებლის, ზაზა ლომინაძის განმარტებით, ბენეფიციარებისთვის ყველა საჭირო სერვისს სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. დღეს მოქმედ სახელმწიფო და კერძო პროგრამებში სულ 15 ათასამდე ბენეფიციარია ჩართული.

მსგავსი