საკადრო ცვლილებები შსს-ში

21:44, 10.06.2025

ვახტანგ გომელაურის წასვლის შემდეგ საკადრო ცვლილებები და გადაადგილებებია შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ახალი მინისტრის დანიშვნიდან მალევე თანამდებობა დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ზვიად ხარაზიშვილს პოსტზე რომან ქარცივაძე შეცვლის. შეიცვალნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები. გადაადგილებები მოხდა რეგიონებშიც. პროცესს პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მმართველი გუნდი ცვლილებებს როტაციად აფასებს და მას უწყების განვითარების კონტექსტში განიხილავს, თუმცა საკუთარი ვერსიები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს – განსაკუთრებით ზვიად ხარაზიშვილის გარშემო, რომელიც ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სასანქციო სიებში მოხვდა.

მსგავსი