საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო კონფერენცია
გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციების მე-12 საერთაშორისო კონფერენცია.
დღევანდელი დღის თემაა – დეზინფორმაცია და მისი გავლენა არჩევნებზე. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. თავის მხრივ ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს კონფერენციის მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან.