საგამოძიებო კომისიის გასვლითი სხდომა
რა პირობებში უწევდათ პატიმრებს ყოფნა ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. იქ არსებულ ვითარებას დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები გაეცნენ, რომლებმაც ხონის მე-13 ყოფილი სასჯელაღსრულების დაწესებულება დაათვალიერეს. როგორც საგამოძიებო კომისიის წევრებმა განაცხადეს, ლიკვიდირებული დაწესებულება ხონში ერთადერთია, რომელიც პირვანდელი სახით არსებობს და ჩანს წინა ხელისუფლების დროს პატიმრები, თუ რამდენად არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ დაწესებულებაში, რომელიც 750 პატიმარზე იყო გათვლილი, სასჯელს 1000 ზე მეტი მსჯავრდებული იხდიდა. დასჯის მიზნით კი – პატიმრებს უფანჯრო კარცერებში ათავსებდნენ.
საგამოძიებო კომისია ფოტო და ვიდეომასალას დასკვნაში შეიტანს, მეტი ლუსტრაციისთვის, თუ რა პირობებში უწევდათ ციხეებში პატიმრებს სასჯელის მოხდა წინა ხელისუფლების დროს.