ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება
მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება საქართველოშიც. დილიდან დედაქალაქში სხვადასხვა აქტივობა და კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს. არის რამდენიმე ლოკაცია. თბილისის მერიის ორგანიზებით, საბავშვო აქტივობები მიმდინარეობს დედაენის ბაღში. ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავენ პატარების განწყობაზე მთაწმინდის პარკში. გლდანის პარკში ამ წუთებში საქველმოქმედო კონცერტი მიმდინარეობს. ბენეფიციარები ძეგვის ბავშვთა სახლის და სხვა ბავშვთა სახლების აღსაზრდელები არიან.
თეონა მაჭარაშვილის ჩართვა #მოამბე