საგამოძიებო კომისიის სხდომა
რა ვითარება იყო აგვისტოს ომამდე, ომის დღეებში და შემდგომ „სამხრეთ ოსეთსა“ და კოდორის ხეობაში ? – კომისიის წევრთა შეკითხვებს იმ ადამიანებმა უპასუხეს, ვინც წლების წინ განვითარებული მძიმე პროცესების თვითმხილველები იყვნენ და საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ. რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია და არ მოხდა მოსახლეობის გაფრთხილება, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ? ვინ, რა ფორმით გეგმავდა სამხედრო ოპერაციას და როგორ ექცეოდნენ ჯარისკაცებს, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები?- გამოკითხულებმა გაიხსენეს ისიც, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ მიტოვებული, დაღუპული სამხედროები, კონფლიქტის ზონაში, მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე ყველასთვის ცნობილი ღონისძიება იმართებოდა. საგამოძიებო კომისია აგვისტოს ომამდე ორი წლით ადრე, კოდორის ხეობის განიარაღების სახელით ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებითაც დაინტერესდა. ვისი ლიკვიდაციის ბრძანებას გასცემდნენ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ხელქვეითები და რატომ ემუქრებოდა ადგილობრივ მოსახლეობას თავად ირაკლი ოქრუაშვილი ? — გახმაურებულ სპეცოპერაციაზე ხეობის მკვიდრებმა ისაუბრეს.