„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ იწყება. პროგრამაშია კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულება. კონცერტები ნოემბრამდე თბილისსა და სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში გაიმართება. ერთი წლის წინ ქართველი პიანისტის ინიციატივით დაწყებული სერიების მიზანი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და ამ იდეის გარშემო ქართველი მუსიკოსების გაერთიანებაა.
ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილი კონცერტის შემდეგ, 24 მაისს მუსიკალური საღამო თელავშია დაგეგმილი. ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტების სერიის მხარდამჭერი კულტურის სამინისტრო და თბილისის მერიაა.