მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სამებაში
კვირაცხოვლობის საზეიმო წირვის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, საპატრიარქოს ინიციატივით, სკოლებში შექმნილი ღირებულებითი განათლების კლუბების შემაჯამებელი შეკრება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ახალგაზრდების მიერ შესრულდა სხვადასხვა საგალობელი. ღონისძიებას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ესწრებოდა.