ვნების შვიდეულის შაბათი
დღეს ვნების შვიდეულის შაბათია – იერუსალიმში წმინდა ცეცხლის ტრადიციული რიტუალის ჩატარებამდე რამდენიმე საათი რჩება. ქრისტეს აღდგომის ტაძარში და მის გარეთ ასობით მომლოცველი იყრის თავს, მათ შორის არიან ქართველი პილიგრიმებიც. ტაძარში შესვლის უფლება იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა, კოპტებისა და სირიული ეკლესიის წარმომადგენლებს აქვთ.
წმინდა ცეცხლს კუვუკლიიდან, ანუ მაცხოვრის საფლავიდან იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე გამოაბრძანებს და ტაძარში გაავრცელებს, რის შემდეგაც წმინდა ცეცხლს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ჩამოაბრძანებენ.
რა ხდება ახლა აღდგომის ტაძარში და როგორ ემზადებიან მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი რიტუალისთვის – გენო ოსიყმაშილი და ვახო ლეკიაშვილი იერუსალიმიდან.