კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე – სასამართლოს გადაწყვეტილება
ბოლო დროის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია.
კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლემ ბრალდების მხარის ყველა პოზიცია გაითვალისწინა. პროცესზე არ იმყოფებოდა თავად ბექა ჯაიანი, რომელიც დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. ბრალდების კვალიფიკაციის ნაწილს დაცვის მხარე არ ეთანხმება. გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში გასაჩივრდება. ადვოკატის შენიშვნებს კონკრეტულ მტკიცებულებებს უპირისპირებს პროკურატურა. მათ შორისაა ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბრალდებული მკვლელობის დაგეგმვის დეტალებზე და მოტივზე ჰყვება.