პატრიარქის მილოცვა

15:25, 13.04.2025

მართლმადიდებლებს ბზობას ულოცავს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ილია მეორის წერილს საპატრიარქო ავრცელებს. წერილში ვკითხულობთ: „დღეს არის უფლის მეგობრის, 4-ი დღის გარდაცვლილი ლაზარეს, მკვდრეთით აღდგინების ხსენება და ქართული ენის დღესასწაული. ლაზარეს უკავშირდება იესო ქრისტეს მიერ აღსრულებულ სასწაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა; ბეთანიაში მომხდარმა ებრაელები გააოგნა და ყველამ, – თვითმხილველთაც და სხვათაც, ირწმუნეს მაცხოვრის ღმერთობა. ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო“, – ნათქვამია წერილში.

მსგავსი