საგამოძიებო კომისიის სხდომა
აფრასიძეების საქმე და ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე – ამ ორ საკითხს განიხილავს დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. ამ წუთებში უსმენენ სოსო რობაქიძეს. დღესვე კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებენ დოდო და გიორგი აფრასიძეები. ისინი ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებზე ისაუბრებენ.
სხდომაზე კომისიას გამოძახებული ჰყავს გიორგი ვაშაძე და ნიკანორ მელიაც, თუმცა, მათი საჯარო პოზიცია ცნობილია, რომ ისინი კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.
თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე