გალერის განცხადება – შეფასებები

18:39, 10.04.2025

გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის განცხადება, სადაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებაზეა საუბარი პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

ორბანი თუ ბლოკავს ევროკავშირის ზომებს, მაშინ იქნებ იყოს გარკვეული კოორდინაცია აღმასრულებლის მხრიდან დარჩენილ წევრ სახელმწიფოებთან, რომ მათ მიიღონ ზომები რეჟიმის, კერძოდ კი ივანიშვილის წინააღმდეგ, – აღნიშმა გალერმა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, მან თქვა, რომ ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე. ამიტომ თუ მას აქვს რამე აქტივები საფრანგეთში, ამ მიმართულეით შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. გერმანელი ევროპარლამენტარის განცხადებით, ქართველი ხალხი არ დგას რუსეთის მხარეს და ისინი არ ხედავენ თავიანთ პერსპექტივას რუსეთთან.

მსგავსი