ეროვნულ ლიგაში „სამგურალისა“ და „იბერიის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეხუთე ტურში პირველადგილოსანი „იბერია“ მეოთხე პოზიციაზე მყოფ წყალტუბოს „სამგურალს“ ესტუმრა და ქულები გაინაწილა – 0:0.
პირველი ტაიმში მეტოქეებმა გახსნილი ფეხბურთი აჩვენეს, საგოლე მომენტებიც მრავლად შექმნეს, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს. შესვენების შემდეგ კი თამაში დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა.
მატჩის ბოლოს მოწინააღმდეგეთა შორის მცირე ინციდენტი მოხდა და მთავარმა არბიტრმა სამი მოთამაშე გააფრთხილა. სულ კი შეხვედრაში რვა ყვითელი ბარათი დაფიქსირდა.
შედეგად, „იბერიამ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო, მაგრამ 11 ქულით გათამაშების ლიდერია, „სამგურალი“ კი შვიდი ქულით „თელავს“ დაეწია და მეოთხე ადგილზეა.