საგამოძიებო კომისიის სხდომა

18:13, 26.03.2025

დღეს პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომსა და იმ დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

კომისიის კითხვებს გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა, შემდეგ კი დეპუტატებმა თამაზ ბესტაევს მოუსმინეს. აგვისტოს ომამდე არსებულ ვითარებაზე კომისიას ინფორმაცია, შიდა ქართლში ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა მიაწოდა. ისაუბრა პაატა დავითაიამაც, ის 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა. დღის ბოლოს კომისიამ, 2005-07 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ნოღაიდელს მოუსმინა.

მსგავსი